უსეინ ბოლტს ლონდონში მსოფლიოს გაოცება სურს
18 აპრილი 2012
იამაიკელ სპრინტერს უსეინ ბოლტს სურვილი აქვს ლონდონის ოლიმპიადაზე საზოგადოებას ახალი სიურპრიზი შესთავაზოს. როგორც სააგენტო BBC იყტობინება ლეგენდარულ მძლეოსანს გულში 100 მეტრის 9.4 მეათედ წამში გარბენა ამოუჭრია.
სპორტის აქტიურ გულშემატკივარს ეცოდინება, რომ მიმდინარე მსოფლიო რეკორდიც ბოლტს ეკუთვნის, ვინაც 100 მეტრის მანძილის დაფარვა 9.58 წამში მოახერხა, ხოლო 200 მეტრის გარბენას 19.19 წამი მოანდომა.
„ხალხი ჩემგან მუდამ განსაკუთრებულ შედეგებს ელის და ამტომაც თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, რათა იმედები არ გავუცრუო. თუ ლონდონში ჩემპიონობას შევძლებ მაშინ ცოცხალი ლეგენდა გავხდები, რაც შესანიშნავად ჟღერს"- ამბობს ბოლტი.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე 100 მეტრზე ფინალური გარბენი 5 აგვისტოს შედგება, ხოლო 200 მეტრზე მონაწილენი სტარტზე 8 აგვისტოს დადგებიან.






