მოკრივეები ერთ ლიცენზიას დასჯერდნენ

19 აპრილი 2012

ტრაბზონში გრძელდება მოკრივეთა ‘'ლონდონი 2012''-ის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი ,თუმცა ჩვენთვის იგი უკვე ფაქტობრივად დასრულდა და საქართველოს ნაკრებმაც ოდენ ერთი ლიცენზია მოიპოვა. 56კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ თურქაძემ ჩეხი და რუმინელი მეტოქეების ძლევით და ნახევარფინალში გასვლით ლონდონის საგზურიც ოფიციალურად დაიბევა. თურქაძე ხვალ აზერბაიჯანელ აბდულჰამიდოვს შეხვდება, თუმცა მან მთავარ მიზანს უკვე უწია და ოლიმპიადის საგზურიც ჯიბეში უდევს.