კლასიკური ხუთეული

05 მაისი 2012

დღეს ჰელსინკში მოჭიდავეთა შორის ზაფხულის ოლიმპიადის დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი დაიწყო და პირველი საშეჯიბრო დღეც ჩვენთვის სასიკეთოთ წარიმართა.

გეცოდინებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ლონდონის საგზურები ყველა წონაში ადრევე გაინაღდეს და ფინეთშიც ვაკანტური ოთხი ადგილისთვის კლასიკოსებმა შეუტიეს.

დღეს ნაშუადღევს ფინეთის დედაქალაქში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე ქემალ ხარაბაძე (55კგ),რევაზ ლაშხი (60კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84კგ) გავიდნენ. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ ლონდონში მჩატე წონაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, რადგან ხარაბაძემ ეს შანსი ვერ გამოიყენა,ხოლო რევაზ ლაშხის და ვლადიმერ გეგეშიძის ნისლიან ალბიონზე ასპარეზობას წყალი აღარ გაუვა.

შარშანდელმა ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა ფინეთში მოლდოველი, ხორვატი, სერბი, შვედი და ნორვეგიელი მეტოქეების ძლევით ტურნირზე ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოლიმპიადის ვიზაც მიიღო, ვლადიმერ გეგეშიძემ კი ფინალამდე გზიდან ინდოელი,სომეხი, მოლდოველი და ყირგიზი ფალავნები, რაც სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ბეგი დარჩიას საოლიმპიადე განაცხადში უკვე ხუთი მოჭიდავეა და მეექვსე საგზურისთვის ხვალ მძიმეწონოსანი გურამ ფერსელაძე იბრძოლებს, ვისაც წინა ტურნირზე ჩინეთში მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ამრიგად ქარველ ათლეტთა ანგარიშზე დღესდღეობით 27 საგზურია, თუმცა სპორტის სხვადასხვა სახეობებში სალიცენზიო მარათონი გრძელდება.