მედიის საყურადღებოდ!

13 დეკემბერი 2018

 

 

მეორე ევროპული თამაშების მედია-აკრედიტაციისთვის განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საიტს ttps://accreditation-public.gms-minsk2019.by/press/registration

მეორე ევროპულ თამაშებს 2019 წლის 21-30 ივნისს ბელორუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მიიღებს 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი, სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში.

სააკრედიტაციო განაცხადის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

საორგანიზაციო კომიტეტიდან საბოლოო დასტურს მიიღებთ 2019 წლის მარტის ბოლომდე. მედიის  წარმომადგენლებს სააკრედიტაციო ბარათები გამოგეგზავნებათ 2019 წლის მაისში.

აკრედიტებული ჟურნალისტების მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს შესაბამისი მედია - ორგანიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს https://minsk2019.by/en/news/news-of-day კონსულტაციისთვის ასევე  შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საინფორმაციო სამსახურს.

ტელ: 2 51 00 57   599 58 00 01

 info@geonoc.org.ge