მედიის საყურადღებოდ!
07 თებერვალი 2019
ხვალ, 8 თებერვალს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი :
1. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (9-16 თებერვალი, სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა) საქართველოს სპორტსმენთა მზადების შესახებ.
2. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (9-16 თებერვალი, სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.
3. II ევროპული თამაშებისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.
4. სეოკ-ის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ.
5. ჟურნალ ~ოლიმპიელის~ რედაქტორის პ.ნაცვლიშვილის ინფორმაცია ოლიმპიზმის პოპულარიზაციის საქმეში ჟურნალის როლის ამაღლებისა და 1900 წლის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენის (გ.ნიკოლაძე) შესაძლო მონაწილეობის თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ.
6.სხვადასხვა.
8 თებერვალს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ასევე გაიმართება ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 2019 წლის 9-16 თებერვალი ) მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია. ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო 9 -16 თებერვალს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
სამთო-სათხილამურო სპორტი
1. ნოდარი კოზანაშვილი
2. გიორგი აბრამაშვილი
3. სანდრო ჟორჟოლიანი
4. ნინო კურტანიძე
5. მაგატა ჯაფარიძე
ფიგურული ციგურაობა
1. ალინა ურუშაძე