ანონისი

20 მაისი 2019

 

 

ხვალ, 21 მაისს ქალაქ რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სეოკ-ის  ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით, ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება ოლიმპიურ და მსოფიო ჩემპიონებთან შეხვედრა. სტუმართა შორის იქნებიან  ოლიმპიური ჩემპიონები: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, დავით გობეჯიშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, გიორგი ასანიძე, შოთა ხაბარელი, გელა კეტაშვილი. ოლიმპიური თამაშების პრიზიორები - გურამ საღარაძე, ლუკა კურტანიძე, გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი მიხეილ სალაძე.

დასაწყისი :  17:00 საათი

მისამართიქ. რუსთავი, ფიროსმანის .№ 7