სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში RUSADA საჩივრის განხილვა შესაძლოა არ დასრულდეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებამდე

26 დეკემბერი 2019

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს () სანქციებზე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) საჩივრის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) განხილვა შესაძლოა არ დასრულდეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე.

WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 9 დეკემბერს მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორის სინჯებზე მანიპულაციებისთვის რუსეთის მიმართ WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაციები მიიღო.

დაწესებული სანქციები ითვალისწინებს რუსეთისთვის დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების უფლების ჩამორთმევას; სპორტსმენებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლის აკრძალვას, ხოლო მათი გამარჯვების შემთხვევაში არ აჟღერდება ეროვნული ჰიმნი.

RUSADA-ს სადამკვირვებლო საბჭოს რჩევით, რუსეთი არ უნდა დაეთანხმოს WADA-ს სანქციებს და სარჩელი უნდა შეიტანოს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS).