XXXII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში 2020 წლის დადგომა აღნიშნეს

იაპონიაში ახალი წლის დადგომა ტოკიო-2020-მა ორი თილისმის - მირაიტოვას და სომეიტის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში კოსმოსიდან ჩაფრენის ანიმაციის ტვიტერზე გაშვებით აღნიშნა.
„ტოკიო 2020 მოდის. 2020 ჩვენი წელია," - ვიტყობთ ტოკიო-2020-ის ოფიციალურ ტვიტერიდან.
მთელ იაპონიაში, მათ შორის - XXXII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ტოკიოში ახალი წლის დადგომას ფეიერვერკით შეეგებნენ.
ახალი წელი იაპონიაში დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან ახლოვდება ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2020 წლის 24 ივლისი-9 აგვისტოს ჩათვლით,პარალიმპური თამაშები - 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.