ოლიმპიური დღე - 2012

03 ივლისი 2012

„თბილისი 2015-ის" ახალი ლოგოს პრეზენტაცია და ელჩების წარდგენა, ოლიმპიური მარათონი

23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული დაიწყო, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 
„თბილისი 2015"-ის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს, რომლის პრეზენტაციაც 26 ივნისს 12:00 საათზე ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიმართება.

სიტყვით გამოვა თბილისის მერი - გიგი უგულავა, ფესტივალის საპატიო ელჩებს - ოლიმპიურ ჩემპიონებს წარადგენენ და სიგელებს გადასცემენ "თბილისი 2015"-ის დირექტორი - არჩილ გეგენავა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი. 

ღონისძიების წამყვანი: დიმა ობოლაძე
"თბილისი 2015"-ის ჰიმნს შეასრულებს "დუეტი ჯორჯია".

ბრენდბუქის და საპატიო ელჩების წარდგენის შემდეგ, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა მარათონი ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. 

მარათონის მონაწილეები: გიგი უგულავა, გია ნაცვლიშვილი, არჩილ გეგენავა, ლადო ვარძელაშვილი, "თბილისი 2015" -ის ფესტივალში ჩართული სპორტის 9 სახეობის ფედერაციების წარმომადგენლები, სხვა სპორტის ფედერაციები, სპორტსმენები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ახალგაზრდა სპორტსმენები და ბავშვები. 
ღონისძიება დასრულება თავისუფლების მოედანზე.