ნინო სალუქვაძე

ტყვიის სროლაში XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული) და ვერცხლის პრიზიორი, XXIX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც 8 ოლიმპიადაში მონაწილეობდა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელია. მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986-87, 89-90 - სპორტული + პნევმატური, 91), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში. მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989-2010). მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989-90, 93), ორგზის მეორე (2005) და ორგზის მესამე (1999, 2003) პრიზიორი. საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.