ლერი ხაბელოვი

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს, თბილისში. თავისუფალ ჭიდაობაში XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1981) და ახალგაზრდებს (1982) შორის. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986).


1998-2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2007 წლებში - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2012 წლიდან - სეოკ-ის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრია. 2012-2016 წლებში თავმჯდომარეობდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.


ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერი.