რამაზ ზოიძემ და ლაშა გობაძემ ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდეს

20 მარტი 2021

ბუდაპეშტში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების  სალიცენზიო ტურნირზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, რამაზ ზოიძემ (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) - მათ ტოკიოს საგზური გაინაღდეს. გადამწყვეტ ნახევარფინალურ ბრძოლაში ზოიძემ 10:1 მოუგო სომეხ სალავიკ გალსტიანს, გობაძემ კი რუსი მილად ალირზაევ დაამარცხა - 9:5.

დასკვნითი საოლიმპიადე შესარჩევი ტურნირი 6-9 მაისს სოფიაში ჩატარდება.

ჩვენს „კლასიკოსებს" ექვსი შესაძლებლიდან ოთხი ოლიმპიური ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვთ. ზოიძისა და გობაძის გარდა, ამგვარ წარმატებას 2019 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწიეს გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ  (მძიმე წონა). ჯერჯერობით სამი ლიცენზია აქვთ ქართველ თავისუფალი სტილის მოჭიდავეებს.