საწყლოსნო სახეობებს არჩილ გეგენავა უთავკაცებს
16 ივლისი 2012
საქართველოს საწყლოსნო სახეობების ეროვნულ ფედერაციას ოთხი წლის მანძილზე არჩილ გეგენავა უხელმძღვანელებს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე დღის წესრიგის მთავარი თემა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იყო. არჩილ გეგენავა ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატთა სრული მხარდაჭერაც მიიღო.
აქამდე, საწყლოსნო სახეობების ფედერაციას ალექსანდრე ბითაძე თავკაცობდა, მაგრამ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე დატოვა.
"საწყლოსნო სახეობების განვითარება, მთლიანად ქართული სპორტის წინსვლისთვის, უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დანიშვნა. მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის. ვეცდები, ნდობა გავამართლო და საწყლოსნო სახეობების წარმატებებსაც მაქსიმალურად შევუწყო ხელი", - განაცხადა არჩილ გეგენავამ.
მიმაგრებული დოკუმენტები :
12345678.pdf






