ანა ტატიშვილი ნადია პეტროვას წინააღმდეგ

31 ივლისი 2012

უიმბლდონის კორტებზე მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ტურნირზე ჩოგბურთში ანა ტატიშვილიდა და მარგალიტა ჩახნაშვილის დუეტი პირველ წრეში სრებოტნიკი-კლეპაჩის სლოვენიურ წეევილს დაუპირისპირდა. ქართულმა წყვილი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოს სამ სეტში 6:7, 6:3, 2:6 დამარცხდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება უტოპიას სულაც არ წარმოადგენდა და ოდნავი გამართლების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელები ამ ბარრიერს გადალახავდნენ. სლოვენიური დუეტი კარგად შეთამაშებულია და რამდენიმე მაღალი დონის ტურნირიც მოუგიათ, ანამ და მაკამ კი წყვილში პირველად ითამაშეს.

დღეს ერთეულთა თანრიგში ანა ტატიშვილი რუს ნადია პეტროვას დაუპირისპირდება, რომელიც უიმბდლონის 18-ე კორტზე თბილისის დროით დაახლოებით 13:30 წუთზე დაიწყება.