ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრა ქომაგებთან
03 აგვისტო 2012
გუშინ საღამოს ლონდონში სასტუმრო „ბარკინსში", სადაც ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი ქართველი გულშემატკივრები არიან დაბანაკებულნი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი სტუმრობდნენ.
გულშემატკივრებმა, რომლებმაც 20 წლის ლაშა შავდათუაშვილის გაჩემპიონებაში თავიანთი გულმხურვალე ქომაგობით უდიდესი წვლილი შეიტანეს მას არაჩვეულებრივად თბილი დახვედრა მოუწყვეს და ოვაციებით შეეგებნენ. ლაშამ რამოდენიმე ათეულ ქომაგს გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ოქროს მედალი მათი დამსახურებაცაა. გადაიღეს სამახოვრო ფოტოები და ლონდონის ოლიმპიადის ქართველი გმირი საპატიო კორიდორით გამოაცილეს.






