დღეს ლუბა გოლოვინა იასპარეზებს

04 აგვისტო 2012

ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით დღეს ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა იასპარეზებს. ბატუტზე მხტომელები ასპარეზობას თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყებენ. 22 წლის გოლოვინასთვის ეს მეორე ოლიმპიური თამაშებია.


პეკინის ოლიმპიადაზე ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ფინალში გასვლა მოახერხა და საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.