კვარტეტი
06 აგვისტო 2012

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები რევაზ ლაშხი, ვლადმიერ გეგეშიძე, გურამ ფერსელიძე და ძალოსანი გია მაჭავარიანი იასპარაზებენ.
თბილისის დროით 16:00 საათიდან ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, 22:00 საათზე კი ძალოსან გია მაჭავარიანის გამოსვლა დაიწყება.
ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის 35 სპორტსმენიდან 18-მა უკვე იასპარეზა. საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალი აქვს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.