ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

07 აგვისტო 2012

ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს მძლეოსანი დავით ილარია, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მანუჩარ ცხადაია და სოსო ჯაბიძე, ძალოსანი ირაკლი თურმანიძე და ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძე იასპარეზებენ.

თბილისის დროით 13:10 საათზე ასპარეზობას ქართველი მძლეოსანი დაიწყებს, რომელიც თარჯრბენაში მოსინჯავს ძალებს.

16:00 საათიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მანუჩარ ცხადაია (66კგ. წონითი კატეგორია) და სოსო ჯაბიძე (96) გავლენ ტატამზე. 22:00 საათზე, 27 წლის ძალოსანი ირაკლი თურმანიძე იასპარეზებს. 22:05 საათზე კი ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძე გამოვა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის 35 სპორტსმენიდან 22-მა უკვე იასპარეზა. საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ჯერჯერობით ორი ოქროს მედალი აქვს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი რევაზ ლაშხმა მოიპოვა.