ანონსი
02 აპრილი 2024
3 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების ქ. N 2) შედგება საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის, კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის პრემიერა „სოხუმი-თბილისი-სიდნეი," რომელიც ეძღვნება სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.