ანონსი
21 ივნისი 2024
23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე
რეგისტრაცია: 09:30 საათი.
გარბენის დასაწყისი: 11:00 საათი.
სტარტი და ფინიში - გორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
მისამართი : გორის მუნიციპალიტეტი, თამარ მეფის ქუჩა V/12 ა
სარბენი მანძილი: 5კმ.
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები. წლეულს, მასობრივი ოლიმპიური გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით „შიდა ქართლის სპორტული თამაშების" ფარგლებში გაიმართება გორის მუნიციპალიტეტში.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები" 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანია რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტის მასობრიობისთვის ხელის შეწყობა და მოსახლეობის (განსაკუთრებით ახალგაზრდების) აქტიური ჩართვა სპორტულ ღონისძიებებში. შარშან, თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლეულს, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშების" პროგრამაშია შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.
მასობრივ ოლიმპიურ გარბენში ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი პრიზები, ასევე გარბენის ყველა მონაწილე მიიღებს მაისურს და მონაწილეობის სერტიფიკატს საერთაშორსიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმოწერით.
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) მიერ, ქალთა და კაცთა შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს გადაეცემა ფულადი ჯილდოები:
1 ადგილი - 1500 ლარი
მე-2 ადგილი - 1000 ლარი
მე-3 ადგილი - 500 ლარი
ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მაცხოვრებლები.
გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ღონისძიების ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტები, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი.
პარტნიორი ორგანიზაციები: კომპანია ,, ავერსი" და ,,თელიანი ველი".
დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი - ვახტანგ ბლაგიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაჯილდოვდება სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით.