ანონსი
13 ივლისი 2024
15 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი :
1. ინფორმაცია ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების დასკვნითი ეტაპისა და პარიზში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა შესახებ.
2. ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე (პარიზი, 26 ივლისი - 11 აგვისტო, 2024 წ.) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობისა და დელეგაციის ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ.
3. ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეების შესახებ.
4. სხვადასხვა.