ანონსი
01 თებერვალი 2025
ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა.
3 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატებს გადასცემს საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი.