ანონსი
04 მარტი 2025
6 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის 11) გაიმართება დამსახურებული სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის - ,,ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით.
წიგნი - ,,ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" ეძღვნება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ და პრიზიორ, ასევე მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან ქალებს.