ზაურ დვალაშვილი და საბა ინანეიშვილი ყაზახეთის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის გრან სლემს ცხრაკაციანი გუნდით ეწვია და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან მედალოსნები გახდნენ ზაურ დვალაშვილი (81 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).
დვალაშვილმა აბუ დაბის გრან სლემის ვერცხლის და თბილისის გრან სლემის ბრინჯაოს შემდეგ, ყაზახეთის გრან სლემის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში IJF-ის დროშით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანს იპონით მოუგო.
თბილისის გრან სლემის ორი ბრინჯაოს მედალოსანმა საბა ინანეიშვილმა თავის კოლექციას ყაზახეთის გრან სლემის ბრინჯაოც შემატა. ქართველმა მძიმეწონოსანმა რეპეშაჟის ფინალში ასევე IJF-ის დროშით მოასპარეზე იბრაჰიმ მარგიევს იპონით აჯობა.