საქართველოს ფლეგ-ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ოაზისის თასის ვიცე-ჩემპიონია

14 მაისი 2025

აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) მეორედ ჩატარდა  საერთაშორისო ტურნირი ამერიკულ  ფლეგ-ფეხბურთში (Flag Football) . გარდა აზიის ქვეყნებისა,  მიწვეული გუნდის სტატუსით ტურნირში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ნაკრები.

ჩვენმა ბიჭებმა 4 თამაში მოიგეს, ფინალში კი დუბაის გუნდთან დამარცხდნენ, რომელიც  ძირითადად ამერიკელებით არის დაკომპლექტებული.

ჩვენი გუნდის ლიდერი - ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევ მოთამაშედ დასახელდა.

ამ ტურნირზე ასპარეზობით საქართველოს ნაკრებმა დიდი გამოცდილება მიიღო, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. ევროპის ჩემპიონატი 25-27 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ფლეგ-ფეხბურთი ოლიმპიურ სახეობად აღიარა, რომლის დებიუტიც 2028 წელს ლოს-ანჟელესის ოლიმპიურ თამაშებზე შედგება.