საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა მსოფლიოს სერიების პირველ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიების პირველ ეტაპს მექსიკის ქალაქმა მონტერეიმ უმასპინძლა, სადაც მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზა საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა.
შეჯიბრში მონაწილე ოთხივე ქართველმა შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.
ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ნიკა კენჭაძე (80 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, დავით ფირუზაშვილმა (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრზე იმსაჯა ქართველმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ზაზა ჯიბლაძემ.