„სპორტის უნივერსიტეტის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია"

19 მაისი 2025

სასტუმრო ,, ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველოს სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია.

შეხვედრის მიზანი გახლდათ პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა სპორტულ ორგანიზაციებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სფეროს მდგრად განვითარებას.

ღონოსძიებას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, იასაუბრეს სპორტის უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

ღონისძიებაზე ასევე გამოფრმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სპორტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციას, ასევე უნივერსიტეტსა და კონტაქტური კარატეს ფედერაციას შორის.