ლაშა ბექაურმა ესპანეთის ღია პირველობა მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის თასზე ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე ტიტულიანით - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონით, ლაშა ბექაურით.
-90 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ავსტრიელ და ფრანგ მოწინააღმდეგეებთან. მეოთხედფინალში იუკოთი მოიგო ნიდერლანდელ მეტოქესთან. ნახევარფინალში წუთსა და 10 წამში იპონით დაამარცხა ბრაზილიელი ჟოაო სეგატელი და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა ესპანელ დანიელ ნიეტო ტრინიდადთან და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.