ანონსი

22 მაისი 2025

 

 

23 მაისს,  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11)  ოლიმპიური კომიტეტისა და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით ჩატარდება  სპორტსმენთა ფორუმი და  საინფორმაციო  სემინარი.

სემინარზე  განხილული იქნება სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის აქტუალური საკითხები.

სპორტსმენთა ფორუმს და საინფორმაციო სემინარს  დაესწრებიან სპორტის სხავადსხვა სახეობის  წარმომადგენელი სპორტსმენები. 

სემინარი დაიწყება 10:00 საათზე, 14:30 საათზე კი  სპორტსმენთა ფორუმის და  საინფორმაციო სემინარის მონაწილეებს სეოკ-ის სერტიფიკატებს გადასცემს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.