ანონსი
05 ივნისი 2025
6 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის
2025 წლის 6 ივნისის სხდომის
დღის წესრიგი
1. სეოკ-ის პატრონაჟობით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - ,,მომავალი ოლიმპიელები" ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.
(ლ.ხაბელოვი, ე.ბერიშვილი, ა.ჩუბინიძე, ე.ზენაიშვილი)
2. მოსწავლე ახალგაზრდებს შორის ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ოლიმპიური მუზეუმისა და ოლიმპიური ბიბლიოთეკის გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, ე.ბერიშვილი, თ.ომანაძე)
3. ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე (2026 წლის 6-22 თებერვალი, იტალია) ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, მ.ხაბარელი, ე.ზენაიშვილი)
4. სხვადასხვა.