23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე
20 ივნისი 2025
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.
ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში გაიმართება მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხავდასხვა სპორტული ღონისძიებები.
ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია.
მხარდამჭერები - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.
პარტნიორები - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი,
სეოკ-ის პარტნიორები - ,,ავერსი" და ,,თელიანი ველი".
პროგრამა
ბათუმი, 2025 წლის 23 ივნისი (ორშაბათი)
სპორტული აქტივობები
1. მძლეოსნური გარბენი
2. ქვიშის ფრენბურთი
3. ქვიშის ჭიდაობა
4. ქვიშის ფეხბურთი
5. ქვიშის რაგბი
6. ჭადრაკი
7. მაგიდის ჩოგბურთი
8. ველოსპორტი
9. კარატე
10. კანოე
სპორტული აქტივობები დაიწყება 10:00 საათიდან , შემდეგ სახეობებში: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნურის ტბაზე - კანოეში, ჭადრაკში - ბათუმის ბულვარში ,,ნონას კლუბში", კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიოტორიაზე იასპარეზებენ.
11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი, 12:00 საათზე კი - მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ) დასრულდება ანბანის კოშკთან.
ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორსტმენები აჭარის რეგიონიდან.
ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან.