სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქნაია სპორტსმენთა საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში სპორტსმენთა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლეს. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს სპორტში წამოჭრილი აქტუალური საკითხები, მათ შორის დაფინანსების და სპორტსმენთა აქტიური სპორტიდან წასვლის შემდგომი კარიერული საკითხები.
ფორუმზე მასპინძელ მხარედ წარმოდგენილი იყო IOC-ის ათლეტთა კომისია. ორდღიან ფორუმში მონაწილეობდა 200 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სპორტსმენი, 54 საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის, ასევე მომავალი ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები.
ფორუმს ესწრებოდნენ ფარიკაობაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტი, ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ათლეტთა კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი კირსტი ქოვენთრი.
თომას ბახს, რომელიც უფლებამოსილებას 23 ივნისს დათმობს, თავისი მოღვაწეობის ამსახველი ფილმი წარუდგინეს, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მისი გრძელი და სახელოვანი გზა ოლიმპიურ მოძრაობაში. სპორტსმენმა მადლობა გადაუხადეს თომას ბახს გაწეული სამუშაოსთვის.
ღონისძებაზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მოეწყო არაერთი დისკუსია, დრო დაეთმო საკვანძო საკითხებს, შეიმუშავეს პრაქტიკული გადაწყვეტილებები, მათ შორის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამაში შემდგომ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ცოდნა, იდეები.
საქართველოდან სპორტსმენთა საერთაშორისო ფორუმს დაესწრო სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია.