ალექსანდრე წივწივაძემ კანოე-სპრინტში ევროპის ჩემპიონატის ორი მედალი მოიპოვა

06 ივლისი 2025

ბასკოვში (რუმინეთი), სადაც კანოე-სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლეს, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ორივე შემთხვევაში წარმატებას ალექსანდრე წივწივაძემ მიაღწია.

200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში წივწივაძემ ეს მანძილი 40.805 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მას უკეთესი შედეგი ჰქონდა 500-მეტრიან მონაკვეთზე, სადაც ფინიშის ხაზი 1:50.915 წუთში გადაკვეთა და ვერცხლის მედალი ერგო. აღსანიშნავია, რომ ქართველ კანოეისტს ჩემპიონობამდე წამი დააკლდა.