ანონსი

17 ივლისი 2025

 

 

18 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს  20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე.

ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის   9 სახეობაში: ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში  იასპარეზებს 36 სპორტსმენი. 

 საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი - https://geonoc.org.ge/files/documents/Ganrigi_Skopje_2025.pdf

 პირდაპირი ტრანსლაცია - https://eoctv.org/

 ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური საიტი - https://skopje2025.sporteurope.org/