საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე დღევანდელ საშეჯიბრო დღეს 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

25 ივლისი 2025

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებმა 25 ივლისს 3 მედალი მოიპოვეს- 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ ძიუდოისტი გიორგი ზურაბაშვილი და ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე, ძიუდოისტმა იოანე აბალაკმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ზურაბაშვილმა ფინალამდე დაამარცხა რუმინელი, ლტოლვილთა გუნდის წარმომადგენელი და ხორვატი მეტოქეები ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ქართველი ლიეტუველ მოწინააღმდეგეს შეხვდა, მაგრამ იპონით დამარცხდა და ვერცხლს მედალს დაეუფლა.

ნიკამ ღოღობერიძემ (-73კგ) დაამარცხა ბოსნია-ჰერცოგოვინელი,(2:0),  უნგრელი(2:1), ესპანელი(2:1), ლიეტუელი(2:0) მეტოქეები, ფინალურ შეხვერდაში კი  დაძაბულ ბრძოლაში თურქ მოწინაღმდეგესთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ტაეკვონფოში - 73 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორები სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

რაც შეეხება იოანე აბალაკს (+90კგ), მან ფესტივალი პოლონელი მეტოქის დამარცხებით დაიწყო, ხოლო მეოთხედფინალში თავად წააგო ჩეხ მოწინაააღმდეგესთან, დამამაშვიდებელ წრეში გადართულმა კი ჯერ თურქ მეტოქეს სძლია, შემდეგ ლატვიელს, ხოლო ბრინჯაოს მედალი  სერბ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებით მოიპოვა.

+90 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ეზმარ ზენაიშვილმა  და ძიუდოში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ დააჯილდოვეს.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ძიუდოისტი ნინი ძაგანია, მედლამდე სულ ცოტა დააკლდა გოგონათა გუნდის წევრს ბარბარე გელაშვილს (+70კგ), საბოლოო ჯამში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ, ძიუდოისტებმა პირად პირველობებში ექვსი მედალი მოიგეს, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. 

დღეს დაასრულეს ფესტივალზე ასპარეზობა ტყვიის მსროლელებმა. ლიზი აღნიაშვილმა და სანდრო ხოსიტაშვილმა პნევმატური პისტოლეტით (10მ) დუეტთა შორის იასპარეზეს, სადაც ჯამში 21 ქულა მოაგროვეს. ამ შედეგით მათ მე-13 ადგილი დაიკავეს, ფინალში კი საუკეთესო რვა წყვილი გავიდა.

რაც შეეხება მძლეოსანთა გუნდის წარმომადგენელს, ბადროს მტყორცნელმა კონსტანტინე კორძახიამ 45.60 მეტრზე გაისროლა იარაღი და მე-15 ადგილი დაიკავა.

,,სკოპიე 2025" -ზე ასპარეზობა დაასრულეს მოცურავებბმა: ანასტასია მიქელაშვილმა და სალი შჩერბაევამ.

ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დარჩენილია ერთი საშეჯიბრო დღე, ჩვენი ნაკრებიდან გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებენ ძიუდოისტები.