სეოკ-ის კონკურსი ლოგოს შესაქმნელად
11 აგვისტო 2025
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს კონკურსს საქართველოს I ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შესაქმნელად (ფესტივალი ჩატარდება 2026 წლის ივნისში, სპორტის 15-17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის, საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდების მონაწლეობით).
1. კონკურსის პირობები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
- ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად საინტერესო, ადვილად აღქმადი, ექსკლუზიური.
- გამოხატავდეს ახალგაზრდული ოლიმპიური შეჯიბრების სულისკვეთებას.
- ადვილად თავსდებოდეს მედალზე, დიპლომზე, მაისურზე, ბრელოკზე და სხვა ბრენდულ პროდუქციაზე.
- შეიცავდეს წარწერას: საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი GEORGIAN YOUTH OLYMPIC FESTIVAL. 2026 - ლოგოს ესკიზში არ უნდა იყოს გამოყენებული ოლიმპიური ხუთი რგოლი, ასევე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო.
- ლოგოს ესკიზი წარმოდგენილ უნდა იყოს JPG ფაილით და ვექტორული ვერსიით.
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ ორი ესკიზის წარმოდგენა.
- კონკურსანტებმა თავიანთი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@geonoc.org.ge
2. კონკურსის ვადები
- კონკურსი ცხადდება 2025 წლის 11 აგვისტოს.
- საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 სექტემბერი.
3. გამარჯვებულის გამოვლენის წესი და საავტორო უფლებები
- კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური კომისია, რომელიც აფასებს ნამუშევრის კონცეფციას და ვიზუალურ მხარეს.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუკზე.
- გამარჯვებული ლოგოს ავტორს გადაეცემა 1500 ლარი.
- კონკურსში გამარჯვებული ლოგო, საავტორო უფლებების დაცვით, გადადის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკუთრებაში.
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს: 599 58 00 01.