თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 აგვისტო 2025

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ბულგარეთის სამოკოვი მასპინძლობს, სრული - 10-კაციანი შემადგენლობით წარდგა, აქედან ორმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა 79 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 9-6 დაამარცხა ინდოელი ამიტ ამიტი.

ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ასევე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელის, გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში თურქი იბრაჰიმ ბენეკლი 8-3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობის მედალი 17 წლისამ მოიპოვა.