ბადრი ყაველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კანოე-სპრინტში მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 71 ქვეყნის 600-ზე მეტმა ნიჩბოსანმა მოიყარა თავი, საქართველო ოთხი სპორტსმენით (მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი, გია გაბედავა, სერგი იემელიანოვი) არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა მეორე საშეჯიბრო დღე - ბადრი ყაველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა კანოეისტმა წარმატებას 200-მეტრიან მონაკვეთზე მიაღწია. საპრიზო ადგილის დაკავებამდე, ყაველაშვილს საკვალიფიკაციო გაცურვისას მესამე საუკეთესო შედეგი (35.35) ჰქონდა. ასევე მესამემ (35.43) გადაკვეთა ფინიშის ხაზი ნახევარფინალში. ყაველაშვილს მესამე შედეგი (34.64) აღმოაჩნდა ფინალურ გაცურვაშიც.