ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავამ ჩელენჯერის სერიათა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

07 სექტემბერი 2025

იაპონიის ოსაკაში, ფიგურულ ციგურაობაში კინოშიტას თასზე, რომელიც 2025/26 წლების სეზონის „ჩელენჯერის" სერიათა მესამე ასპარეზობაა, საქართველო ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილით იყო წარმოდგენილი.

ჩვენი მოციგურავეები ახალ სეზონში ახალი პროგრამით პირველად წარდგნენ და საპრიზო ადგილიც დაიკავეს.

მეტელკინა/ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან მეორე საუკეთესო შეფასება - 75.32 ქულა დაიმსახურა. მეორე შედეგი (137.58) აღმოაჩნდათ თავისუფალ პროგრამაშიც. ორი პროგრამის ჯამშიც მეორე მაჩვენებელი - 212.90 ჰქონდათ, რამაც მათ ვერცხლის მედალი მოუტანა.

ჩვენი მოციგურავეები მხოლოდ მასპინძლებს -  მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, რიკუ მიურასა და რიუჩი კიჰარას წყვილს ჩამორჩნენ.

აღსანიშნავია, რომ მეტელიკნა/ბერულავას სპორტულმა წყვილმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჩემპიონობა იზეიმა.