ანონსი
11 სექტემბერი 2025
12 სექტემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომის
დღის წესრიგი
1. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (თებერვალი, 2026 წ., იტალია) მზადების
მიმდინარეობის შესახებ.
(ლ. ხაბელოვი, ე. ზენაიშვილი, მ. გიორგობიანი, გ. ესაკია)
2. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა
გამოსვლის შედეგების შესახებ.
(ე .ზენაიშვილი, გ. ესაკია)
3. 2026 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი საქართველოს ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისათვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.
(ლ. ხაბელოვი, ე. ბერიშვილი)
4. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის: ,,ოლიმპიური მოძრაობის 35-წლიანი
ისტორია საქართველოში და განვითარების პერსპექტივები" მზადების სამუშაო
ჯგუფის დამტკიცების შესახებ.
(ე.ბერიშვილი, ე.ზენაიშვილი)
5. სხვადასხვა.