სეოკ-ის კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შესაქმნელად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წარმოდგენილი იქნა ასამდე ნამუშევარი. სეოკ-ის სპეციალურმა კომისიამ დეტალურად განიხილა თითოეული შემოსული მასალა, რომელთა შორის არაერთი საინტერესო ნამუშევარი იყო. კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დიზაინერ ვახტანგ შატაიძის მიერ შექმნილი ლოგო.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითად მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს.