ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტები მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იმავე პირობებით იასპარეზებენ, როგორც ეს იყო პარიზი-2024-ის შემთხვევაში

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუსს სპორტსმენებს 2026 წლის მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება ექნებათ მხოლოდ "ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის" სტატუსით. გარდა ამისა, თამაშებზე არ დაიშვებიან გუნდური სახეობის წარმომადგენლები, ათლეტები და დამხმარე პერსონალი, რომლებიც მხარს უჭერენ საომარ მოქმედებებს და დაკავშირებული არიან ძალოვან სტრუქტურებთან, ასევე სპორტსმენები, რომლებმაც არ გაიარეს დოპინგ შემოწმება.
რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების საკითხს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი სამუშაო კომისია (AINERP). კომისიაში არიან IOC-ის წევრი ნიკოლ ჰავერცი არუბადან, კალათბურთში ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი, ესპანელი პაუ გასოლი და ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომისია არსებობდა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ. მაშინ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მიეცა 15 რუს და 17 ბელარუს სპორტსმენს.
IOC-ის პრეზიდენტმა კირსტი ქოვენთრიმ საქმისადმი აგვარ მ მიდგომას სამართლიანი უწოდა: „ვისაუბრეთ, შეჯიბრებები უნდა იყოს სამართლიანი. გადავწყვიტეთ, ყველაფერი ძველებურად დავტოვოთ - ეს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილებაა."