თბილისში ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესი გაიმართა

26-27 სექტემბერს თბილისმა უმასპინძლა ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს. პირველ დღეს DEI + Integrity-ს ღონისძიება - ფორუმი „ცვლილებების ტალღა" - გაიმართა, რომელიც ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ყოველწლიური კონგრესის ფარგლებში ჩატარდა.
ფორუმზე განხილული იქნა მნიშვნელოვანი საკითხები.
ფორუმს და კონგრესს დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
სეოკ-ის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საქართველოში აღნიშნული კონგრესის ჩატარების მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა ევროპის და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტებს- ანტონიო და სილვას და ალექსანდრე ნიკოლაიშვილს კონგრესის ორგანიზებისთვის. ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან სპორტის დიდ მხარდაჭერაზე, აღნიშნა, რომ სეოკ-ი კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების მხარდაჭერას, რათა ერთობლივი ძალისხმევით გავაუმჯობესოთ შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის - ოლიმპიურ შეჯიბრებებზე.
კონგრესზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
ევროპის საწყლოსნო კონგრესი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა. მასში 42 ქვეყნის 140-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
კონგრესს დაესწრო და დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე.