ანონსი

30 სექტემბერი 2025

 

 

3 ოქტომბერს, 80 წელი შეუსრულდებოდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს, ლეგენდარულ მძლეოსანს ვიქტორ სანეევს.

ვიქტორ სანეევის დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე ვიქტორ სანეევის ყოფილ საცხოვრებელ სახლზე (ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა №66, I სადარბაზო) გაიხსნება მემორიალური დაფა, 16:00 საათზე კი ოლიმპიურ მუზეუმში (ივანე მაჩაბლის ქუჩა №11) გაიმართება ვიქტორ სანეევის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ვიქტორ სანეევის საიუბილო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ავსტრალიიდან სტუმრად ეწვევა და აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრება ვიქტორ სანეევის მეუღლე.