თორნიკე გიგაურმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

06 ოქტომბერი 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ლიმას (პერუ) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა და პირველივე დღეს უმაღლესი ხარისხის მედალი მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელის, ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან წარმატებას მიაღწია თორნიკე გიგაურმა (66 კგ), რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. მომავალმა ჩემპიონმა იპონით დაამარცხა ყაზახი მეტოქე, ვაზარით მოუგო ლიეტუველ მოწინააღმდეგეს. მეოთხედფინალში ოქროს ქულამდე მისულ დაპირისპირებაში იუკოთი გაჯობა უზბეკ  თანატოლს. ნახევარფინალში გიგაურმა წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ მეტოქესთან და ოქროს მედლისთვის ასპარეზობის უფლებაც მიიღო. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალურ ათლეტს, აბდულა პარჩიევს შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე იპონით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ტატამზე გავიდა გიორგი ჩანქსელიანიც (60 კგ), მაგრამ სამწუხაროდ, ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.