,,სპორტული თამაშები - 2025"

06 ოქტომბერი 2025

შიდა ქართლში დასრულდა ,,სპორტული თამაშები 2025", რომელიც  გაიმართა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელშეწყობით.

შიდა ქართლის სპორტული თამაშების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციაა. აღნიშნული თამაშები ტარდება 2022 წლიდან, საფუძველი რეგიონის გუბერნატორის მოადგილის თემურ ხუბულურის ინიციატივით ჩაეყარა და სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, კალათბურთში, მძლეოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში იმართება.

სპორტული თამაშების ფარგლებში, ტარდება ჯერ მუნიციპალური, შემდეგ ფინალური ეტაპი. წლეულს, ფინალურ ეტაპს რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

კალათბურთი. მასპინძელი კასპი. პრიზიორები: 1. კასპი; 2. ქარელი; 3. გორი.

ქართული ჭიდაობა. მასპინძელი - ზემო ხვედურეთი (ქარელის მუნიციპალიტეტი). პრიზიორები: 1. გორი; 2. კასპი; 3. ქარელი.

მარათონი. მასპინძელი გორი. პრიზიორები: მამაკაცები: 1. სანდრო ციცქიშვილი (ქარელი), 2. მამუკა ბადაშვილი (გორი), 3. საბა ტყემალაძე (ქარელი) ქალები: 1. ეთერ ბახტურიძე (ჯავა), 2. ლიზი ედიშერაშვილი (გორი), 3. ანანო მერებაშვილი (გორი)

ფეხბურთი. მასპინძელი ხაშური. პრიზიორები: 1. ხაშური; 2. ქარელი; 3. გორი.

შიდა ქართლის სპორტულ თამაშებში ჩართულნი იყვნენ რეგიონის გუბერნიის და მუნიციპალიტეტების,  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები, გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სპორტის მესვეურები, ცნობილი სპორტსმენები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები. მათ, ამჯერადაც გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა შიდა ქართლის სპორტული თამაშების მიმართ, რომელიც ყოველ წელს თავს უყრის რამდენიმე ასეულ  სპორტსმენს სპორტის ოთხივე სახეობაში.