ჩოგბურთის მწვრთნელთა გადამზადების კურსები

06 ოქტომბერი 2025

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით  ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის საჩოგბურთო კორტებზე  სტარტი აიღო მწვრთნელთა გადამზადების კურსებმა -„Level 3". კურსებში მონაწილეობას მიიღებს 16 მონაწილე,  რომელთაც უკვე ჩაბარებული აქვთ „Level 2" საფეხური.

კურსების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, აღნიშნული კურსების მნიშვენელობაზე  ისაუბრეს და წარმატებები  უსურვეს  სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა და გენერალურმა მდივანმა ზურაბ ქაცავარამ.

მწვრთნელთა გადამზადების კურსს,  რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გაუძღვებიან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აკრედიტირებული ექსპერტები -  გორან შევჩენკო (მაკედონია), ედითა ლიაჩოვიციუტე (ლიეტუვა) და თორნიკე კიკნაველიძე (საქართველო).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ფინანსური მხარდაჭერით, აქტიურად ახორციელებს სპორტის  სხვადსხვა სახეობებში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურების მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ასპარეზზე.