სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

13 ოქტომბერი 2025

13 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელ სტუდენტთა მიღების საზეიმო ცერემონია.

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ტრისტან გულბიანმა, სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვა მათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, განათლებისა და სპორტის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი, პროფესორ-მასწავლებლების გულისხმიერი დამოკიდებულება, სტუდენტებს ესაუბრა სპორტის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მათ.

პირველკურსელებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, სტუდენტურ თვითმმართველობასა და სპორტულ-კულტურულ კლუბებს.

2025/2026 სასწავლო წელს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში 400 სტუდენტი ჩაირიცხა.