ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

27 ოქტომბერი 2025

სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა ევროპის სროლის კონფედერაციის გენერალურ ასამბლეას.

ასამბლეაზე რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდიუმის წევრების არჩევნები. პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ალექსანდრე რატნერი.

აღსანიშნიშნავი და სასიხარულოა, რომ ევროპის სროლის კონფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტად ნდობა გამოუცხადეს და აირჩიეს სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, გინესის რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს ქალბატონ ნინოს ახალ მნიშვნელოვან წარმატებას, უსურვებს  წინსვლას და ნაყოფიერ  მოღვაწეობას.