ანონსი
11 ნოემბერი 2025
12 ნოემბერს, 12:00 საათზე ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2025 წლის 12 ნოემბრის სხდომის
დღის წესრიგი
1. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (2026 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, სენეგალი) სპორტის სახეობათა პროგრამა და ოლიმპიადაში ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის პერსპექტივები.
(ლ.ხაბელოვი,ნ.სალუქვაძე, ე.ზენაიშვილი)
2. სეოკ-ის საანგარიში სესიის მოწვევის შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, ე.ზენაიშვილი)
3. სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენი სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსაზღვრის შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, ე.ზენაიშვილი)
4. სპორტული წლის შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, ე.ბერიშვილი)
5. საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობის - სათხილამურო ალპინიზმის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სტატუსის შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, ე.ზენაიშვილი)
6. სხვადასხვა.



